|
2019-11-06 11:51:45, 1155 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა. მინისტრმა საწარმოში, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა. „კომპანია „ხარება“ იმერული მეღვინეობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ვიზიტორებისთვის საინტერესო ობიექტია. „ხარება“ ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურძნის იმერული ჯიშისგან წარმოებული ღვინის ფართო ასორტიმენტი შესთავაზა როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ისე უცხოელ ვიზიტორებს და ვფიქრობ, რომ დღესაც ავანგარდში რჩება. წყალტუბოს რეაბილიტაციით, იმერეთის რეგიონში ტურიზმის, მათ შორის, ღვინის ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები იქმნება. ამ კონტექსტში, კომპანია „ხარება“ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძელი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიამ „ხარება“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.
(NS)
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)