06:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 11:41:27, 677 ნახვა

საზოგადოება
"ერეკლე მეორეს საზოგადოება" მეტრო რუსთაველთან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, აქციას მართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერეკლე მეორეს საზოგადოება" მეტრო რუსთაველთან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, აქციას "ჰომოფობია არ არსებობს" მართავს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  "დამოუკიდებელ სამხედრო კლუბის" ხელმძღვანელმა, გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით დასავლეთის იმ ბინძურ პროპაგანდას, რისი გავრცელებაც მას სურს საქართველოში. კონკრეტულად, ამერიკის იმ კანონპროექტს, რასაც ჰქვია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. დღეს ეს აქცია გამაფრთხილებელია. ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, არც ერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინოს და არ გაიზიაროს, რასაც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ღირსება და მისი მართლმადიდებლური ცხოვრება",-აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს უფალ იესო  ქრისტეს ხატებს ურიგებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics