00:26 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 11:39:07, 362 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო: სომეხი მესაზღვრეების მიერ, საზღვრის გადმოწევის არანაირი მცდელობა არ ყოფილა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. 

როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო-სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვარი საბჭოთა კავშირის დროიდან, არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა ამიტომ, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შემდეგ, საზღვრის დელიმიტიზაცია მოხდა. 

"დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობს და ამ მონაკვეთზე დელიმიტიზაცია უნდა მომხდარიყო, გარკვეული ნაწილი დემილიტიზებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო პოლიციაც ადასტურებს, რომ საზღვრის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია არის ასეთი - საბჭოთა კავშირის დროს, ეს ადმინისტრაციული საზღვრები არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა, აღნიშნული საზღვრის მონაკვეთი განიხილება როგორც სახელმწიფო საზღვარი, საქართველო-სომხეთს შორის. მოსახლეობა რომელიც აღშფოთებულია, ადრე მიწების დასამუშავებლად უფრო დიდ მანძილზე შედიოდა, თუმცა საზღვარი უფრო ახლოს გადიოდა. ახლა როცა დელიმიტირებულია, სომეხი მესაზღვრეები დადგნენ და მათ დღეს ალბათ აქვს უფლება, არ შეუშვან. იმ გაგებით, რომ მე შევდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შეიქმნა ილუზია, თითქოს რაღაც მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევის მცდელობა ან გადმოწევა არ ყოფილა", - განაცხადა დავით კერესელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics