00:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 13:22:29, 3104 ნახვა

სამართალი
შსს ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ ჩვენებაზე გადაცდომის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის ჩვენებაზე „და ჩვენ ვცეკვათ“ გადაცდომის ან კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ძალადობრივი ჯგუფები ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

ფილმის ჩვენებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც ეწინააღმდეგება.

“და ვცეკვავთ” ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია. ლევან აკინს აქამდე გადაუღია “კონკრეტული ხალხი” (პრემიერა 2012 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე მოეწყო), მისი მეორე ფილმი ფენტეზის საშინელებათა ფილმია – “წრე”. მესამე ფილმით, იგი უბრუნდება ქართულ ფესვებს.

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით: “მერაბი საქართველოს ეროვნულ ანსამბლში ბავშვობიდან ცეკვავს თავის პარტნიორ მერისთან ერთან. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი შეიჭრება. ირაკლი გახდება მისი ყველაზე ძლიერი მეტოქეც და მისწრაფებაც. კონსერვატიულ გარემოში მერაბს უწევს, რომ გათავისუფლდეს და გარისკოს.”





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics