|
2019-11-05 12:01:29, 7474 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)