|
2019-11-05 11:22:47, 6717 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის შეხვედრები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელობასთან
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ქაბულში, მისიის შტაბ-ბინაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად საქმიანი შეხვედრები გამართა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ელჩთან - სერ ნიკოლას კეისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლსა და მათ წვლილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულების ერთგული რჩება, გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც ერთადერთი რეალური გზაა სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)