2015-07-20 09:38:55, 395 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი დღეს სუს-ის ხელმძღვანელს წარადგენს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს წარადგენს.
ღარიბაშვილი ხელმძღვანელის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა, პირველი აგვისტოდან იქმნება.
ახალი სამსახურის სავარაუდო ხელმძღვანელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება, მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან