00:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 15:53:24, 2425 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი ბერას კრიტიკოსებზე: ყურადღების გამახვილება მათ დონეზე დასვლა იქნება

„ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების დახმარების გამო, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბერა ივანიშვილის კრიტიკას.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა.

"მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზადყოფნა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყეების გადასარჩენად შექმნილ ფონდში 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics