00:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 18:49:17, 2952 ნახვა

კომენტარი
მეუფე გრიგოლი: სინოდზე მეუფე პეტრეს უთხრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, მეგობრულად, მაგრამ მივიღეთ ეს შედეგი

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას 2017 წელსაც აპირებდა, თუმცა სინოდის წევრების თხოვნის შემდეგ, ილია მეორე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრეს პირადად სთხოვა, პატრიარქს და მღვდელმთავრებს შერიგებოდა, თუმცა მან თხოვნა არ გაითვალისწინა.

„გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს, იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება რომ ახლა მივცეთო გაფრთხილება. ერთი, ორი, სამი და გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა. ეს კიდევ მიიღო ერთი გაფრთხილება, უწმინდესის კურთხევით ჩამოვედი და ვუთხარი, რომ შეურიგდეს პატრიარქს, შეურიგდეს მღვდელმთავრებს. მეუფემ კი თქვა მე მივდივარ ბოლომდე.

ამ სინოდზე მეუფეები ადგნენ და უთხრეს, რომ მეუფევ [პეტრე] არ გინდა, რატომ აკეთებ ამას. ის მეუფეები, ვინც სთხოვეს პატრიარქს 2017 წელს, ახლა სთხოვეს მეუფე პეტრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად, მაგრამ მივიღეთ ეს შედეგი “, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics