00:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 16:00:26, 2755 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულდება, თბილისში ჩავა.

 „მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო ვეთანხმები, თუ ჯობია. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი“, - განაცხდა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე, ინჩხურის მონასტერში გადასვლას ითხოვდა, თუმცა პატრიარქის გადაწყვეტილებით, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics