23:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 15:57:46, 2520 ნახვა

კომენტარი
ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი: 3 წელი აფრთხილებდნენ მეუფე პეტრეს, პატრიარქისთვის შენდობა ეთხოვა

ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა.

მეუფე პეტრესთან შეხვედრამდე, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ გუშინ მომხდარმა სკანდალურმა განცხადებამ მთელი საქართველო ააღელვა.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში მეუფე პეტრეს აფრთხილებდნენ, რომ მისულიყო და შენდობა ეთხოვა პატრიარქისთვის, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

 „მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელია მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს მას, იყო ერთი, მეორე, მესამე გაფრთხილება...

მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული იმაზე, რაც მოხდა გუშინ. გზაში, რომ მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა, რომ აღელვებულია მარტვილი. ასევე აღელვებულია წალკაც და მთელი საქართველო.

უპირველესად უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია ვერ ტარდება, როდესაც პაციენტი ჩხუბობს. სწორედ გუშინდელი სინოდის სხდომაც პატრიარქმა დაიწყო სიტყვებით, ვაპატიოთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა,

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics