23:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 12:07:46, 1025 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: მეუფე გრიგოლმა პატრიარქის სკანდალზე მითხრა, რომ „მამა უნდა დავიფაროთ“

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მის შემცვლელს, მეუფე გრიგოლს რამდენიმე თვის წინ შეხვდა და მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე ესაუბრა.

„ის იყო ჩემთან ივნისში, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი, ჩამოსული. მე მთელი გულისტკივილით ვესაუბრე მათ იმ ცოდვებზე, არსებულ მდომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე. ის, რომ მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა და მისი გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. ბოლოს როდესაც ვუთხარი, რომ მაქვს ამის მტკიცებულებები და არ მაქვს პრობლემა ეს ყველაფერი დავამტკიცო, მხოლოდ სჯულის კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალი რომ აღმოჩნდეს, რას იტყვით-თქო, რას იზამ?  მაშინ რუსულად მიპასუხა, "ნადა პოკრივატ ატცა", ანუ მამა უნდა დაფარო. კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა და ცოდვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია და ეს არ არის შემთხვევითი“ - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, მეუფე გრიგოლ ცაავას  ჭყონდიდელობას, საპატრიარქოს მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ სთავაზობდა.

„პატრიარქის მდივან-რეფერენტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. ქალბატონი მას სთავაზობდა ამას სინოდამდე, თუ სინოდზე მე თანახმა ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა“, - განაცხადა მეუფემ.

ლიკა ბესელია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics