23:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 18:39:43, 333 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია: ქვეყნის დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას

დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობა ისე როგორც არასდროს, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდნარე საპრპტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება გონს არ მოვა.

„სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ აქციას შემოვუერთდით და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, რომ დღევანდელ აქციას შემოურთდეს. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ ეს არის პრობლემა. ხელისუფლება ამ პრობლემას არ იმჩნევს და განზე გადის. ხდება ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება და ამაზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყნის დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია „STOP RUSSIA” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას აპროტესტებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics