23:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 11:53:32, 1172 ნახვა

კომენტარი
„მე დავინახე თვალები, რომელიც „კაგებემ“ და სპეცსამსახურებმა ვერ გატეხეს“ - მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა

„მე დავინახე თვალები, რომელიც კაგებემ და სპეცსამსახურებმა ვერ გატეხეს“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მეუფე პეტრეს მიერ გუშინ გაჟღერებულ ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პატრიარქს "პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილად" "ზურგის“ გარეშე არ მოიხსენიებდა.

„მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქის ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე არ ხდება ხოლმე. „კაგებეს“ სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ სამსახურიდან. იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო ეს კოღოს ნაკბენებია, რომელიც არანაირად არ არის მისი შემრყევი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის“ მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics