|
2019-11-01 11:07:30, 815 ნახვა
საზოგადოება
GFRA-ის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის (GFRA) ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომელსაც 25 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონფერენციაზე ვეტერინარიის სფეროს უახლესი სამეცნიერო ნაშრომები განიხილეს. მონაწილეებმა თურქულის დაავადების გამომწვევისა და მის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და გამოცდილება გააზიარეს. თურქული ცხოველთა ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და დიდი ეკონომიკური ზიანის გამოწვევა შეუძლია. კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, საქართველომ წარმოადგინა კვლევითი სტატიები ქვეყანაში თურქულის დაავადების არასტრუქტურული ცილების ცირკულაციის დონის და, ასევე, მოზარდ ვაქცინირებულ ცხოველებში, ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების დონის განსაზღვრაზე. „მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება საქართველოს დაეხმარება თურქულის დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების მიღებაში, სტაბილური კეთილსაიმედო ეპიზოოტიური სიტუაციის შენარჩუნებაში და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)