23:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 19:34:49, 2126 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: თუ დავამტკიცებდი, ბრალდებული უნდა დასჯილიყო - ამ შემთხვევაში ეკლესიის საჭეთმპყრობელი

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მის მიგერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეკლესიაში სოდომური ცოდვა სუფევს“ და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად პატრიარქს ეკისრება.

 „კონკრეტულად ვიგულისხმე, რომ სოდომური ცოდვა სუფევს ეკლესიაში და პატრაირქს პირადად აქვს პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ის ვერ აღმოჩნდა გარანტი სჯულის კანონისა. მათ შეეძლოთ დავესაჯე სჯულის კანონის თანახმად, თუ ვერ დავამტკიცებდი წაყენებულ ბრალდებას. თუ დავამტკიცებდი, ბრალდებული უნდა დასჯილიყო. ამაზე არ წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია იმის გაგება, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მეუფემ პეტრემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ არის ბრალდებული, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ ის პატრიარქია.

„ამ შემთხვევაში პირადად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, რადგან მან პირადად გაუკეთა იგნორი ჩემს მიერ დაყენებულ საკითხს“, - აღნიშნა ყოფილმა მღვდელმთავარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics