23:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 18:19:21, 2211 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე მოწმეებზე - ისინი არიან მსხვერპლები, ზოგი ფსიქოლოგთან დადის, ზოგი კი ფსიქიატრთან

„ისინი არიან ამ მდგომარეობის მსხვერპლი ადამიანები და საუბედუროდ, მათი რიცხვი არ არის ცოტა“, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ იმ მოწმეებზე საუბრისას განაცხადა, რომლებსაც მისი თქმით, დღეს გაჟღერებული ბრალდებების დადასტურება შეუძლიათ.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი მოწმეების ნაწილი ფსიქიატრთან დადის, ნაწილი კი, ფსიქოლოგთან.

„მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც იტყოდნენ და ფაქტიურად დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა და ახლაც გამაჩნია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან, ისინი არიან ამ მდგომარეობის მსხვერპლი ადამიანები და საუბედუროდ, რომელთა რიცხვიც არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის, ზოგი ფსიქოლოგთან სამკურნალოდ, ზოგმა უკვე იმკურნალა და ასე შემდეგ, თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ - ასეთი ფაქტებიც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული", - თქვა მეუფე პეტრემ.

ყოფილი მღვდელმთავრის თქმით, სინოდის სხდომაზე მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics