|
2019-10-31 15:29:44, 2103 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია სარია: მეუფე პეტრემ პატრიარქი მამათმავლების ლობად დაასახელა
„მეუფე პეტრემ პირდაპირ დაასახელა პატრიარქი მამათმთავლების ლობად“. - ამის შესახებ განცხადებას ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური ანდრია სარია ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მამა ანდრია სარიას თქმით, მართალის მთქმელი ადამიანი წმინდა სინოდისთვის მიუღებელია. „მართალის მთქმელი ადამიანი სინოდისთვის მიუღებელია. სწორედ მეუფე პეტრე მოითხოვდა პირველ რიგში სინოდის შიგნით განხილულიყო მამათმავლობის უმძიმესი ცოდვა და შესაბამისად ყველა ჩართულ პირებს თავისი პასუხი გასცემოდა". - განაცხადა მამა ანდრიამ. ამასთან, მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის შიგნით სწორედ ის ადამიანები არიან "წახალისებულნი", რომლებიც "სიბინძურეს ჩადიან", ხოლო ისინი, ვინც ამხელენ "ეკლესიას მოკვეთილნი". "ვინც ამბობს და ჩადის სიბინძურეს, ისინი არიან წახალისებულები და ვინც ამხელს მას, მოკვეთილები არიან. ჩვენ სურვილი გვქონდა, რომე ეს თემა განხილული ყოფილიყო, თუმცა არ განუხილიათ". - აღნიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მოამზადა ლიკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)