|
2019-10-31 13:41:48, 5821 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები აშშ-ს მარათონიდან დაბრუნდნენ
დაჭრილი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდნენ, რომლებიც საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში იღებდნენ მონაწილეობას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახლადდანიშნული უფროსი ბუბა ლომუაშვილი დახვდა, რომელმაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, "არლინგტონის ომის" მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა, უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა, ხოლო კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში მოახერხა. მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)