|
2019-10-31 12:10:46, 1125 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი: არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობს და არც იმის, რომ არ ვენდო
„არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობის განცხადებას და არც იმის, რომ არ ვენდო. მტკიცებულებები მჭირდება“ - ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე ანტონის თქმით, სინოდი სწორედ ამ საკითხში გასარკვევად იკრიბება. „სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ სიტუაციაში გავერკვეთ.. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმის, რომ არ ვენდო. მტკიცებულებები მჭირდება. „განკვეთა“ და ასეთი სიტყვები ამოიღეთ, ასეთი არ არსებობს. ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა. გარდა ამისა, მეუფემ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გააკეთა კომენტარი. „წერილი არ გვინახავს, წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ. ვიმსჯელებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც. გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)