2019-10-31 11:27:15, 10414 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს კონგრესმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რეზოლუციის ავტორი, კონგრესმენი ალბიო სირეისი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს სამიტზე მონაწილეობის უფლება, მანამ, სანამ მისი ხელმძღვანელობა არ დაიწყებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
კონგრესმენის აზრით, რუსეთის მონაწილეობა სამიტზე დაუშვებელია აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის არალეგალური ოკუპაციის, შუა აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისა და ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევის გამო.
მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,