23:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 16:25:37, 1789 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: თადუმაძის ლექტორებს მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ლექტორებს "საჯაროდ გამოჩენისკენ" მოუწოდებს. 

დეპუტატი, გენპროკურორის კურსელების მსგავსად რესტორანში ლექტორებსაც ეპატიჟება.  

„თამასა ავწიე უფრო მაღლა. როცა არცერთი მისი კურსელი არ გამოჩნდა, ახლა სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები, ოღონდ ამჟამად მის ლექტორებს. თუ რომელიმე ლექტორი გამოჩნდება, მთაწმინდის პარკში, ყველაზე მაღალი სიმაღლიდან დავლოცავთ თადუმაძის ლექტორებს. თუკი ასეთი ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. მოსმენის დროს, კონკრეტულ დეპუტატებს თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ. ამ კონტექსტში, რომან გოცირიძემ გენერალური პროკურორის ყველა კურსელი სახინკლეში დაპატიჟა

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics