21:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:39:41, 1308 ნახვა

კომენტარი
გომელაური: მაკო გომური გვაბრალებს, რომ ვუსმენთ - ჩვენ ხომ არ დავიწყებთ ამაზე გამოძიებას, პროკურატურას მიმართოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს.

კერძოდ, მაკო გომური აცხადებს, რომ  მას უკანონოდ უსმენენ, ხოლო მისი სმს-ები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, იშლება.  

"ძალიან სამწუხაროა. ალბათ, პროკურატურას უნდა მიმართოს, ან თუნდაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს, მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს, როგორც მახსოვს, შსს-ზე ჰქონდა ეჭვი. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! გამოძიება ალბათ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს, თუ საჭიროა... არ ვიცი, ალბათ, თვითონ უნდა მიმართოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics