15:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 12:29:10, 1185 ნახვა

კომენტარი
გომელაური მეუფე იაკობზე: ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ - ვერ წამომიდგენია, პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია მეუფეს პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის არასდროს დასწრებია მსგავსი ტიპის შეხვედრას, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს. 

"უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი გუნდი. ვერ წამომიდგენია, რომ პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს... რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, არანაირ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, არ შემდგარა. გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორმა გააკეთა განცხადება. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაულის სიმძიმეს. შსს-ც როცა საქმეს ძრავს, პროკურატურას უთანხმებს. მე რატომ მეკითხებით?!", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე - ზოგადად რა კომუნიკაცია აქვს მას მეუფე იაკობთან, გომელაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს და ბევრჯერ შეხვედრია.

"ძალიან კარგად ვიცნობ მეუფე იაკობს და ბევრ სხვა მეუფეს. დღესასწაულებზე ბევრჯერ შევხვედრილვართ", - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე: მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics