|
2019-10-29 16:47:58, 2638 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: 2020 წელს 30-ზე მეტი სოფლის ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა. დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მომავალ წელს 30-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება და ათასობით ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ,,2021 წლისთვის სრულიად აჭარა უნდა იყოს გაზიფიცირებული. ასევე, წყალმომარაგების მიმართულებით, ჩვენ მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ხელი, მათ შორის ბათუმის მერიის ჩართულობით და შემდეგი 5 წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება წყალმომარაგება-წყალარინებისთვის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაკეთდება რეგიონში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით შედგა, მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, რაც მათი უკეთესი მომავლის წინაპირობაა. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)