05:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 14:45:58, 1879 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ქალს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა.  

არსანიშნავია, რომ რაც დეფაქატო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. 

აღნიშნულ საკითხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა. 

„მე დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არა ერთხელ ამ დღეების განმავლობაში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი. მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგორის გადასასვლელი. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება საციცოცხლო საჭიროებებისთვის, ისევე როგორც ამ ქალბატონსა და მის ოჯახს. ეს არის ნამდვილად მორიგი მსხვერპლი საუკოპაციო რეჟიმის. მე დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, მათ შორის მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ციხელაშვილმა. 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics