05:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 11:08:47, 950 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს სერვისების დანერგვის პროცესი გრძელდება

უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის - „ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის  შესახებ"  მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
 
აღსანიშნავია ის, რომ იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების მიღების შესაძლებლობით მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ.  იუსტიციის სახლში   პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი - „ცნობა ნასამართლობის შესახებ", რომლითაც 2017 წლიდან დღემდე, 48 000-მდე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.   
იუსტიციის სახლის ფილიალებში ასევე გაიცემა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ცნობა.  აღნიშნული სერვისი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით მიმდინარე წლის ივლისიდან განხორციელდა და ამ სერვისით უკვე 80-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 
 
მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და კმაყოფილების გაზრდა. კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
 
იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც პარტნიორი უწყებების სერვისების გაცემა დაიწყო.  იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics