21:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 16:19:12, 2965 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთი ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რომელსაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics