16:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 15:17:11, 2266 ნახვა

კომენტარი
კალაძე: საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა „ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც მოგების რეალური შანსი აქვს

„საკმაოდ საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა მგონია, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს მოგების რეალური შანსი“, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ვინ იქნება 2020 წლის პარლამენტში და ვინ რა რაოდენობით შევა, ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. შესაბამისად, წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. საკმაოდ საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა მგონია რომ დღეს პარტია „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს რეალური შანსი არჩევნები მოიგოს და მთავრობის ჩამოყალიბება მოახერხოს კოალიციის გარეშე. გუშინდელი არჩევნებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას. არავინ არ იცის, როგორ მოხდება პარლამენტის დაკომპლექტება, თუ რომელი პარტიები იქნება შესული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ხორციელდება. საინტერესო იქნება და ბევრ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში ვიხილოთ პარლამენტში, შესაბამისად უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics