16:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 14:13:13, 2148 ნახვა

კომენტარი
ბესელია: მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ივანიშვილის მოძღვარი იყო, სავარაუდოდ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე

„მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციის მატარებელი თავადაც არის, ღია სივრცეში მსგავსს თემაზე საუბარი, საფრთხილოა.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას დავალებით ან რაიმე კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე მოტივაციით გადაწყვიტა ასეთი განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი. სწორედ არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის, თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. კარგად უნდა გავიაზროთ პოლიტიკოსებმა, მიუხედავად იმისა, ვის რა ინტერესი შეიძლება გაუჩნდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო და საჯარო ინტერესი, რომელიც უფრო მაღალია ნებისმიერ სხვა ინტერესზე, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს. იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსთან დაახლოებული მეც ვარ, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება, გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ, მიმაჩნია, რომ ღია სივრცეში ამ თემაზე საუბარი საფრთხილოა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics