03:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 14:24:48, 3498 ნახვა

რეგიონი
ახალციხეში ბიზნესის რეგისტრაციის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი პრეზენტაცია ქალაქ ახალციხეში გამართეს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიის შენობაში  გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა  მეწარმეებს ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებზე  ინფორმაცია მიაწოდეს და ახალი ელექტრონული სერვისების მოხმარების ინსტრუქცია და უპირატესობები გააცნეს. ელექტრონული სერვისები  დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.  

ბიზნესსუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით  განცხადებების შეტანა დაინტერესებულ პირებს პორტალზე www.my.gov.ge  შეუძლიათ.   პორტალზე ბიზნესსერვისები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებლებს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

საჯარო რეესტრი ინოვაციურ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ კომპანიებსაც.   შპს-ების პარტნიორებს შეუძლიათ პარტნიორთა კრებები ონლაინ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ,  ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები  ელექტრონულადვე განახორციელონ. 

შეხვედრაზე მეწარმეებს ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისებით სარგებლობისას,  ელექტრონული ხელმოწერის შესრულებაა შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს  ქალაქებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics