|
2019-10-28 13:54:25, 13704 ნახვა
Lifestyle
Supernatural-ის ვარსკვლავი ჯარედ პადალეკი დააკავეს [ვიდეო]
ამერიკული სერიალის "ზებუნებრივის" (Supernatural) ვარსკვლავი ჯარედ პადალეკი, ოსტინის ახალი კლუბის გახსნაზე დააკავეს, - ამის შესახებ tmz იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პადალეკი საზოგადოებრივ ადგილში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისა და კაცზე თავდასხმისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, მსახიობს ჩხუბი ბარ Stereotype-ში მოუვიდა, სადაც მან ბარმენს დაარტყა ხელი. ინციდენტის შემდეგ, ის მეგობარმა გარეთ გაიყვანა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა პადალეკი მასაც ეჭიდავებოდა. გამოცემა წერს, რომ ადგილზე მისულ პოლიციას პადალეკიმ ფულის შეკვრა აჩვენა. პადალეკის გასათავისუფლბლად გირაო 15 000 დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გამოუშვეს თუ არა მსახიობი. გარდა ამისა, TMZ-ი იტყობინება, რომ შესაძლოა პადალეკი ხსენებული ბარის ინვესტორიც იყო და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მსახიობი Stereotype-ს სისტემატიურად სტუმრობს. ცნობისთვის, მსახიობს პოპულარობა CW-ის სერიალ "ზებუნებრივში" შესრულებულმა როლმა მოუტანა, სადაც ის სემ ვინჩესტერს თამაშობს. სერიალი ეკრანებზე უკვე 14 წელია გამოდის და მე-15 სეზონით სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)