|
2019-10-28 11:44:58, 1239 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია მეუფე იაკობის განცხადებებზე: საზოგადოება საპატრიარქოსგან მოკლე ვადებში რეაგირებას არ უნდა ელოდოს
"საზოგადოებამ ცოტა უნდა მოითმინოს და საპატრიარქოსგან მოკლე ვადებში რეაგირებას არ უნდა ელოდოს", - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მამა ანდრიას განმარტებით, სრულიად მოულოდნელი ვითარება შეიქმნა, რომელსაც მსჯელობა და განხილვა სჭირდება. ის მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სინდომა უნდა იმსჯელოს. "რთული ვითარება შეიქმნა. სრულად მოულოდნელი იყო ის რაც მოხდა, ამიტომ საპატრიარქოს რეაქციას არ უნდა ველოდებოდეთ. გარკვეული მსჯელობაა საჭირო და ვითარებაში გარკვევა. მეუფე იაკობისგან არ მსმენია მანამდე არაფერი, საჭიროა სინოდის მსჯელობა. გამოძიების დაწყების შესახებ ეკლესია არ უნდა აკეთებდეს რაიმე მითითებას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ "ქრონიკასთან" საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)