15:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 16:59:32, 2780 ნახვა

პოლიტიკა
პარტია ევროპული საქართველო მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს.

„თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, გვინდა, მოვიწვიოთ პარლამენტში. საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს „ბურუსით მოცულ ისტორიას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებებს მძიმე ბრალდებებს უწოდებს და  გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებას გენერალური პროკურატურის მოვალეობად მიიჩნევს.

„თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. შეგახსენებთ, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე, თუ შეუსრულებელი მკვლელობის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული.

რასაც მეუფე იაკობი ამბობს, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების მცდელობაა, რომელიც შეიძლება საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა ამაზე აქცენტის გაკეთება. შემიძლია ბიბლიიდან ამბავი მოგიყვეთ: თავის დროზე ნოეც დათვრა, მაგრამ ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კიდობანი გააკეთა და კაცობრიობა გადაარჩინა“, – განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics