|
2019-10-25 19:17:59, 6852 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს შტაბბინაში შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან პიტერ ჰულქვისტთან საუბრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ეფუძნება. მინისტრები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე და სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განხილვაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვედეთის მხარის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების მიმართულებით. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოსგან ტოტალური თავდაცვის კუთხით მიღებული გამოცდილება აღნიშნა და საერთაშორისო წვრთნებში ქართველი და შვედი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის თავდაცვის ინსტიტუციებში ქართველი სამხედროების განათლების შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)