|
2019-10-25 16:20:17, 16766 ნახვა
კულტურა
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში 26 ოქტომბერს ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება. გამოფენა 26 ნოემბრამდე გასტანს და ევგენია ტაბიძის ხსოვნას მიეძღვნება. გამოფენა დაფუძნებულია ცისფერყანწელ პოეტთა ნაწარმოებებზე, მათ ცხოვრებასა და იმ სოციო-პოლიტიკურ გარემოზე, რომლის დროსაც ისინი ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. გალერეა „ერთში“ წარმოდგენილი იქნება ანდრო სემეიკოს ფერწერული ინსტალაციები, სადაც საზღვრები ცისფერყანწელთა პოეზიასა თუ მხატვრის სპონტანურ ხაზებს შორის ბუნდოვანია, აბსტრაქტული და ზოგჯერ რეალისტურიც. გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართება წიგნის პრეზენტაცია- “ვაჟა ფშაველას გააზრება”. ავტორები-ანდრო სემეიკო, მანანა ანთელიძე და ანა კორძაია-სამადაშვილი წიგნის შესახებ ისაუბრებენ. SOLO და Erti Gallery-ს შორის არსებული თანამშრომლობა უკვე ერთ წელს ითვლის, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ხუთი, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცა წიგნი, რომელთა ავტორებიც მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან. SOLO და Erti Gallery-ს პარტნიორობა მიზნად ისახავს ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარებას როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. ასევე, საქართველოს სახელოვნებო სივრცის მეტ პოპულარიზაციას და ამით დამატებითი სტიმულის მიცემას მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი არტისტებისთვის, რათა ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გაერთიანდნენ. „SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ყოველი გამოფენიდან SOLO-მ შეიძინა თითო ნამუშევარი, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინა“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა. დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: http://facebook.com/www.SOLO.ge
(R)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)