15:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 15:59:12, 2474 ნახვა

პოლიტიკა
ბელიარი მონიტორების დაკავებაზე: ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, პრობლემაა

"ეს სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, არის ძალიან დიდი პრობლემა", -  ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს.

ბელიარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში გაემგზავრება. 

ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი. სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის შეხვდება რუს კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას", - განაცხადა ბელიარიმ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics