|
2019-10-25 15:04:00, 3431 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევის“ ჩეთ ბოტის - „ბი ბოტის“ ახალი, ინოვაციური სერვისი
თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ და კიდევ უფრო გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ბი ბოტი საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთ ბოტია, რომელიც მომხმარებელს საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებაში პირდაპირ Facebook Messenger-დან, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე დაეხმარება. აქამდე, მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ასისტანსის ან თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე დარეკვა იყო საჭირო. ახლა კი, ბი ბოტისთვის პირდაპირ ჩეთში მიწერაა საკმარისი, რის შემდეგაც ის დაადგენს, რომელ ქვეყანასა და ქალაქში იმყოფება და რა სახის დახმარება სჭირდება დაზღვეულს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ბი ბოტი მომხმარებელს პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალს მიაწვდის, სადაც ის მხოლოდ ფრანშიზას, ანუ თანამონაწილეობის თანხას - 100 დოლარს ან ევროს გადაიხდის, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. თუ მომხმარებელი არაპროვაიდერ კლინიკას მიმართავს, თანხის ასანაზღაურებლად, საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე - 2 42 22 22 და 15 კალენდარული დღის განმავლობაში საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. ბი ბოტს 2017 წლიდან დღემდე 11 479 მოგზაური ჰყავს დაზღვეული.
(R)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)