22:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 12:09:39, 830 ნახვა

საზოგადოება
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც. 

ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics