19:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 17:30:44, 1580 ნახვა

კომენტარი
„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ღარიბაშვილი ბერას მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა

„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics