2019-10-24 14:40:18, 3314 ნახვა
მსოფლიო
პირები, რომელთა ცხედრები ინგლისში, სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან
39 ადამიანის ცხედარი, რომელიც ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო მანქანის კონტეინერში აღმოაჩინეს იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვლილები ეთნიკურად ჩინელები არიან.
მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლის დაკითხვა, ამ დრომდე მიმდინარეობს. ის 25 წლის ირლანდიელია. გარდა ამისა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ 2 სახლში რეიდი ჩაატარა, რათა გაერკვიათ უკავშირდება თუ არა მომხდარი ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებს.
BBC-ი იტყობინება, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰოლიჰედის გავლით მოხვდა.
ცნობისთვის, ინგლისში, სატვირტო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარი გუშინ აღმოაჩნეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან