11:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:40:52, 2025 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: მალხაზ კობაურმა გარდაცვლილი მაიკლ სმიტის დედისგან წერილი მიიღო

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მალხაზ კობაურმა გარდაცვლილი მაიკლ სმიტის დედისგან წერილი მიიღო, - ამის შესახებ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვრცელი წერილი, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებმა კობაურს წაუკითხეს, იმ კითხვებს შეეხებოდა, რომელიც გარდაცლილის დედას აქვს.

„წერილი ძირითადად ეხება ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც მან აღნიშნა, ეს ფაქტობრივი გარემოებები არის მაიკლ სმიტის დედის ლინი სმიტის წერილი, სადაც წერია, რომ თუკი ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან თუ კობაური დაეხმარება ამ საქმეში“, -განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. 27 მარტს მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics