11:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:15:21, 12100 ნახვა

სამართალი
საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა

რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა. რუსული მხარისთვის ჰაკერის გადაცემა, ლარსის გამშვებ პუნქტზე განხორციელდა.

ამასთან, როგორც სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე აცხადებს, დაცვის მხარისთვის მხოლოდ ის ფაქტი იყო ცნობილი, რომ ჰაკერის გადაცემა 11:00 საათზე უნდა მომხდარიყო. 

"ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით დუმდა. რამდნეიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ის გახლავთ სტრასბურგის იურისტი და ის სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებოდა, ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება მოხდება. აღმოჩნდა, რომ მინისტრი მოიტყუა. არანაირ გადაწყვეტილებას არ დაელოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმე წარმოებაში აქვს მიღებული", - განაცხადა ადვოკატმა.  

ცნობისთვის, რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი საქართველოში გასული წლის ნოემბერში დააკავეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics