22:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 10:15:58, 736 ნახვა

საზოგადოება
პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით, 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები.

სკოლა

კლასები, რომლებშიც შეჩერდება სასწავლო პროცესი

არდადეგების პერიოდი

სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127)

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა

V-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

I-XII კლასები

26.10.12019 – 10.11.2019

 

 

 

 

როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics