2019-10-23 18:26:04, 1778 ნახვა
სამართალი
სუს-მა ქარელის საკრებულოს დეპუტატი და მერიის წარმომადგენელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე 2 პირი - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და მერიის წარმომადგენელი დააკავა.
„ექსპრესნიუსს“ სუს-ში ორი პირის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა რაც შეეხება მათ ვინაობას, უწყებაში აღნიშნეს, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ცნობით, დაკავებულებიდან ერთი ქარელის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილია, ხოლო მეორე - მერიის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციული ერთეულიდან, სოსლან ქვრივიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,