07:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 16:23:55, 1864 ნახვა

ეკონომიკა
Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს

„აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებზე ისაუბრა  გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა. „საქართველოში 150 თანამშრომელი გვყავს და მომავალ წელს სავარაუდოდ 400 გვეყოლება. ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება  საოჯახო მეურნეობებისთვის", - აღნიშნა მან.

კომპანიას მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, Solar Alternative Energy  2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს.

ალექსანდერ მაიერმა საქართველოს მთავარ საინვესტიციო უპირატესობებზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოს გააჩნია დიდი უპირატესობები, ეს არის ღია ეკონომიკა, სამართლიანი შრომის კანონი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. საქართველოს აქვს განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია ახალი საწარმოების გახსნა. ხელისუფლება ახალისებს  განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რაც  ხელს შეუწყოს ჩვენი შვილებისათვის სუფთა სამყაროს შექმნას.  ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ საქართველო პოტენციურ პარტნიორად განიხილონ, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას და დავეხმარებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში", - განაცხადა ალექსანდერ მაიერმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics