|
2019-10-23 14:49:44, 1412 ნახვა
საზოგადოება
„2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის“ საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის” საჯარო განხილვა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საჯარო განხილვაში მონაწილეობისათვის და მათ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ეროვნული მოხსენების პროექტი, რის შემდგომაც საჯარო განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეროვნული მოხსენების პროექტის ცალკეული თავები შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (ე.წ. მწვანე და გარემოზე ეკონომიკური სექტორების ზემოქმედების თავები) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (წყლის რესურსების თავი) მხარდაჭერით. ეროვნული მოხსენების დოკუმენტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები, ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე და გარემოსდაცვითი მმართველობა.
(NS)
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)