08:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 14:17:45, 1299 ნახვა

ეკონომიკა
BBC-ის ბიზნესკორესპონდენტი - 2019 წელს ევროკავშირში ირლანდია სიმდიდრით მეორეა - საქართველოს შეუძლია რეგიონის ირლანდია გახდეს

„აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტირება წარმატებისთვის"  BBC-ის გადაცემა The Newsroom-ის წამყვანმა და ფორუმის მოდერატორმა ჯო ლინამმა ირლანდიასა და საქართველოს შორის პარალელები გაავლო  და ეკონომიკური განვითარების ასპექტების შესახებ ისაუბრა.

„70-იან წლებში ირლანდია ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო დასავლეთ ევროპაში. ირლანდიის რესპუბლიკა სოფლის მეურნეობაზე იყო დამყარებული, ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიოდნენ, ხდებოდა ინტელექტის გადინება.  ქვეყნის ვაჭრობის 60%  მხოლოდ ერთ დიდ, მძლავრ მეზობელს უკავშირდებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდიის ინფრასტრუქტურაში,  განათლებაში,  უნივერსიტეტებში ინვესტიციები ჩაიდო. შეიცვალა დაბეგვრის სისტემა. 2019 წელს  ევროკავშირის ქვეყნებს შორის ირლანდია  სიმდიდრით მეორე,   ხოლო პატარა  ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა.  საქართველოს შეუძლია აღნიშნული გაკვეთილები შეითვისოს და რეგიონში ირლანდიის რესპუბლიკა გახდეს", - განაცხადა ჯო ლინამმა.

ამასთან, BBC-ის მთავარი ბიზნესკორესპონდენტის აზრით,  აბრეშუმის გზის ინიციატივა შეიძლება გახდეს საქართველოში ძირითადი ტრანსფორმაციის დასაწყისი, რაც ქვეყანას გაამდიდრებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics