18:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:07:58, 1055 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ბერიძე: საქართველოს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ჰაბი გახდეს

აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ ისაუბრა გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა. ირაკლი ბერიძის განცხადებით, საქართველოში  ხელოვნური ინტელექტის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება.

 „მოხარული ვარ, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბარი მიმდინარეობს.  საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ და საქართველოს პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით, რომ ჰაბი გახდეს.  ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მუშაობენ ეროვნულ სტრატეგიებზე, ახორციელებენ ინვესტიციებს. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ დიდი მოძრაობის ნაწილი ხდება.  საქართველოს დიდი პროგრესი აქვს. მოხარული ვიქნები, რომ საქართველოს დახმარება გავუწიოთ და დაარსდეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრები, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები საქართველოში."-განაცხადა ირაკლი ბერიძემ.

 გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ხელოვნურ ინტელექტს დიდი პოტენციალი გააჩნია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics