2019-10-22 17:54:09, 1890 ნახვა
საზოგადოება
„ახალი საქართველო“ სოცდაუცველი ოჯახებისთვის გაზის დეტექტორების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდის
პარტია "ახალი საქართველო" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზის დეტექტორების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ დღეს პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დეტექტორების დაყენება სავალდებულო ხდება, სახელმწიფომ იგი სოციალურად დაუცველებს საჩუქრად უნდა გადასცეს.
"გამოვდივართ ინიციატივით, რომ 125 000 ოჯახს, რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი ქულები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცეს მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ე.წ. ელექტრო დეტექტორები, რომლებიც ჩვენი დათვლებით მაქსიმუმ 5 მილიონი ლარი დაჯდება“, - ამბობს თეონა ჭალიძე.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,